დღეს, კოალიციამ „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“, ზუგდიდის მერობის კანდიდატად იურისტი რუსუდან პაჭკორია დაასახელა.
ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად კოალიციის რეგიონულმა კოორდინატორმა, ლერი გელენავამ, საზოგადოებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა და რამდენიმე სოფლის გამგებლობის კანდიდატებიც წარუდგინა.
ლერი გელენავა განმარტავს,რომ რუსუდან პაჭკორიას არ ჰყავს კონკურენტი. „მისი ერთადერთი კონკურენტია სახელისუფლებო რესურსი და ნაციონალებისა და ოცნების ქორწინება, მაგრამ, ჩვენ მურმანის ეკალივით ამოვალთ და მათ იდილიას დავარღვევთ. თუ ხელისუფლება არ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, რუსუდან პაჭკორია აუცილებლად გაიმარჯვებს“,-განაცხადა ლერი გელენავამ.
რუსუდან პაჭკორია ზუგდიდის მერობის ერთადერთი ქალი კანიდატია, იგი 2005 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტში“ იურისტად მუშაობს.
„ვფიქრობ, რომ ვარ ღირსეული კანდიდატი,რადგან მიყვარს ჩემი ქაალქი და ვარ ზუგდიდის პატრიოიტი. მე შევეცდები, მერისთვის კანონით დადგენილი უფლებამოვალეობის ფარგლებში, სამართლიანად, ადამიანის უფლებების და ღირსების პატივისცემის დაცვით, მაქსიმალური გამჭვირვალობით, შედეგზე ორიენტირებული საქმიანი თანამშრომლობით სამოქალაქო სექტორთან, მედიასთან სრული გახსნილობით, მოქალაქეთა მაქსიმალური მონაწილეობით ვიზრუნო ამ ქალაქზე.“-განაცხადა რუსუდან პაჭკორიამ.
მასალის გამოყენების პირობები