Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/energo-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზუგდიდში ათი კილოვოლტის ქსელის ინფრასტრუქტურა უმჯობესდება (ვიდეო)
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის ამაღლების მიზნით კედიას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. ჩატარებული სარებილიტაციო სამუშაოების შედეგად, 0.4 კვ-ის ქსელში დაბალი კვეთის სიპ კაბელები მაღალი კვეთით შეიცვალა. 400 მეტრის სიგრძის კაბელი შეიცვლა, რაც წინაპირობა იქნება არასტანდარტული ძაბვის თავიდან აცილებისა და კედიას ქუჩაზე მცხოვრები 300 აბონენტისთვის ხარისხიანი ელმომარაგების მიწოდებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა ,კომპანიის მიერ გატარებული სხვადასხვა სამუშაოების შედეგად ელექტრომომარაგების საიმედოობა გაეზარდა ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 10 000 აბონენტს. როგორც რადიო „ათინათს“ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ზუგდიდის მომსახურების ცენტრის მენეჯერმა ლერი კაკაურიძემ განუცხადა, სამუშაოების ჩატარება 2 თვის წინ დაიგეგმა, რადგან ხშირი ავარიული გამორთვები ფიქსირდებოდა. „ყველა ზუგდიდელი გრძნობს, რომ გატარებული სამუშაოების შედეგად ბოლო 2 თვის განმავლობაში ელქტროენერგიის მიწოდება საიმედო და სტაბილური გახდა.“-აცხადებს კაკაურიძე. მისივე თქმით, მსგავსი სამუშაოების განხორცილება უახლოეს მომავალში გამსახურდიას და ცოტნე დადიანის ქუჩაზეც იგეგმება.ასევე კომპანიის ინფორმაციით ,კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა (2800 აბონენტი) ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში:კოკი, ორსანტია, ჩხორია -1557 აბონენტი, სამუშოები ივნისის თვეში დასრულდება . მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია 8 სოფლის ( ბაში, ერგეტა, კორცხელი, ტყაია, ყულიშკარი, ჭაქვინჯი, ხამისკური, ხეცერა) 2275 აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.