საქართველოს საპატრიარქო ამერიკიდან ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, 16 მაისს, ამერიკიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს ახალქალაქში წააბრძანებენ. 17 მაისს ხატს ბათუმში დააბრძანებენ; 18 მაისს - ფოთში; 19 მაისს, ხატს წააბრძანებენ ზუგდიდსა და ქუთაისში; 20 მაისს - ხევსურეთში; 21 მაისს, შუადღიდან მირონმდინარე ხატი დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, 22 მაისს დილიდან - წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე), შუადღიდან დღის ბოლომდე კი - სამების საკათედრო ტაძარში.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 23 მაისს, გამთენიისას, 03:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატი და ჩამოსული სტუმრები საქართველოს დატოვებენ.
მასალის გამოყენების პირობები