რუბრიკები
აფხაზეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ნეშთების ექსჰუმაცია მიმდინარეობს
აფხაზეთის დე - ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელი ლეონიდ ლაკერბაია, გულრიფშის რაიონ სოფელ ბაბუშერაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ნეშთების ექსჰუმაციასთან დაკავშირებულ სამუშაოებს გაეცნო,- წერს "აპსნიპრესი". საქმე ეხება 21 წლის წინ ბაბუშერაში თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ,როგორც დგილობრივი, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ჩამოყვანილი უცხოელი ექსპერტები.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ 21 წლის წინ ბაბუშერაში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა საფლავები გაიხსნება. ცხედრების აფხაზეთიდან გადმოსვენება თვის ბოლოს არის დაგეგმილი, ხოლო მანამდე მათი იდენტიფიცირების მიზნით საჭიროა გვამების ექსჰუმაცია. ბაბუშერის სასაფლაოზე 92 პირია დასაფლავებული. ნეშთების უდიდესი ნაწილი ექსჰუმირებულია და გადმოსვენებულია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1997 წლიდან 2004 წლამდე პერიოდში.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები