ზუგდიდში, კომბინატის საფეხბურთო სტადიონს საინჟინრო ექსპერტიზა უტარდება. ამ ეტაპზე მიწისზედა რკინის და ბეტონის კონსტრუქციების სიმყარის შემოწმება მიმდინარეობს, რის შემდეგაც დამუშავებულ მასალებს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება და დაიდება შედეგი სტადიონის კონსტრუქციების სიმყარესთან დაკავშირებით. გამოკვლევას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზა ატარებს.
შეგახსენებთ, რომ გეოლოგიური დათვალიერების მიხედვით, სტადიონის ტერიტორიის ნიადაგის გრუნტი მყარია.
მასალის გამოყენების პირობები