აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 18 მაისს, წალენჯიხის რაიონში (დაბა ჯვარი) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდება.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიკოს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები. კერძოდ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატით აღჭურვილი 2 სპეციალისტი, ექიმ–ლაბორანტი და დერმატოლოგი.
აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები. დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, ასევე უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები და ჰუმანიტარული ტვირთი.
წალენჯიხის რაიონში 9 ათასამდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული.
ღონისძიებას დაესწრებიან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებისა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები