მსხვერპლი მოჰყვა ზუგდიდში გაჩენილ ხანძარს. დაღუპულია 50 წლის ოთარ იზორია. გარდაცვლილი მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე, ხის ჯიხურში მარტო ცხოვრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯიხურს ცეცხლი სიგარეტის ნამწვისგან გაუჩნდა.
გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელებს.
ხანძრამდე რამდენიმე საათით ადრე,იგი ნასვამ მდგომარეობაში ნახეს. დაღუპული ზუგდიდის ბაზარში მუშად მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო– სამედიცინო სამსახურები.
ხანძრის ზუსტ მიზეზებს გამოძიება ადგენს.
მასალის გამოყენების პირობები