რუბრიკები
პრემიერის შეხვედრა სოფელ მუხურის მოსახლეობასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მოსახლეობას შეხვდა. "ხობიჰესი 2"-ის სამშენებლო სამუშაოების გახსნის შემდეგ მთავრობის მეთაურმა მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. მოსახლეობას სოფლებთან დამაკავშირებელი დაზიანებული გზები და წყალმომარაგების საკითხი აწუხებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ აღნიშნული საკითხების უახლოეს პერიოდში გადაწყვეტას შესაბამის უწყებებს დაავალებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები