Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/1621951_641861552571591_7324401325770507380_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/1621951_641861552571591_7324401325770507380_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/1621951_641861552571591_7324401325770507380_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/1621951_641861552571591_7324401325770507380_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ზუგდიდში (ვიდეო)
გომორძგუა, ზუგიდარეფ! გომორძგუა, ჩქიმ მარგალეფ! გომორძგუა, სამარგალო! სამარგალოქ  წოხოლე ოკო ქეწაუნას საქორთუოს! სამარგალოშა ქუმოფრთი დო საქორთუო ქობძირია - დიდ საქორთუო!  -  „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო!” - ეს ილია ჭავჭავაძემ თქვა, როდესაც სამეგრელოს მიწაზე დადგა ფეხი. ჩემო მეგობრებო! თქვენ, მეგრელებმა, იცით სამშობლოს ფასი, იცით ერთიანი საქართველოს ფასი, დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი, და ამას თქვენ ყოველთვის, ყველა დროში ადასტურებდით! სამეგრელო ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას და განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. სამეგრელო განთქმულია ღირსეული შვილებით, სამშობლოსათვის თავგანწირული გმირებით. სამეგრელოდან გამოსული ყველა გამოჩენილი მოღვაწე ისევ და ისევ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს იდეით  სულდგმულობდა. სულ ახლო წარსულს შეგახსენებთ. საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შესწირა სიცოცხლე მერაბ კოსტავამ, სამშობლოზე ფიქრსა და ზრუნვაში ტრაგიკულად აღესრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. სწორედ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი სამშობლო დამოუკიდებელი ქვეყანაა. პატივი მინდა მივაგო მათ ხსოვნას და ქედი მოვიხარო მათი უკვდავი სახელების წინაშე. დიახ, ყველაზე მეტი ტკივილი, ყველაზე დიდი გაჭირვება და პრობლემები  სწორედ სამეგრელოს დაატყდა თავს. აქ გაიარა ყველა უსამართლობამ, ყველაზე მეტად სამეგრელო დაიჩაგრა. კარგად ვიცი, რა ტრაგედია გამოიარა სამეგრელომ 90-იან წლებში  -  უამრავი სისასტიკე, უამრავი ძალადობა მოხდა აქ. და, როდესაც სამეგრელო ნელ-ნელა იშუშებდა იარებს, 2008 წელს  ახალი უბედურება დაატყდა თავს. თქვენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეგრელებმა ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძელით. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გამძლეობისთვის და სიმტკიცისთვის. მაგრამ ზუგდიდელებს ისიც კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდა   ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობა ბედის ანაბარა დატოვა. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ქვეყანა ომში ჩათრეული აღმოჩნდა. სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, - ნამდვილად აღარ ვაპირებდი მელაპარაკა წინა ხელისუფლების ნამოქმედარზე, დაიღალა ხალხი ამის მოსმენით. მაგრამ ბოლო დროს ისინი ბედავენ და ისეთი რიხით ლაპარაკობენ, ისე უნამუსოდ, თითქოს ვინმეს დაავიწყდა ვისთან გვქონდა საქმე. ხალხმა ყველაზე კარგად იცის, როგორ გვაცხოვრა ნაციონალების ხელისუფლებამ. მათი წყალობით გვჭირდა ამდენი უბედურება, ქუჩაში ხალხის დახვრეტით დაწყებული,  ციხის საშინელი ამბებით დამთავრებული.  მათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დაივიწყებს ადამიანების წამებას, საჯაროდ დაპატიმრებას და ამ სცენების ტელეშოუდ ქცევას, პირადი ცხოვრების თვალთვალს, წართმეულ ბიზნესს, ღამ-ღამობით გადაფორმებულ ქონებას, ათასობით უდანაშაულო ადამიანთან საპროცესო გარიგებას და უსახლკაროდ დარჩენილ და გაღატაკებულ ჩვენს მოსახლეობას. ან ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დარჩება დაუსჯელი. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად. ყველამ ნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ბიჭებს, კაცებს! ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ! ეს იყო მთელი ერის შეურაცხყოფა! მაგრამ მათი აღარავის სჯერა, ისინი ვეღარ მოატყუებენ ხალხს! ხალხმა თავად განსაჯოს, დაეჯერება თუ არა ასეთ პოლიტიკურ ძალას. მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ის, ვინც უნდა და მხარი დაუჭიროს იმას, ვისაც უნდა. მაგრამ მაინც გავიხსენებ, როდესაც დაგებულ გზებზე, შეღებილ ფასადებზე და აშენებულ სასტუმროებზე ლაპარაკობენ, გაიხსენონ რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი.  ადამიანის ხარჯზე! ადამიანის ღირსების ხარჯზე! გეკითხებით ხალხო, რამდენჯერ მოგეცათ  ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენების საშუალება? რომელ თქვენგანს ჰქონდა საშუალება იმ კონცერტებზე დასწრების, რომლებშიც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მილიონებს  იხდიდა? თვითონ ნაციონალებმა მონათლეს მაშინვე შეცდომად და სისტემის მარცხად ყველა საშინელება, რაც ციხეებში ხდებოდა. დღეს ამბობენ, შეგვეშალა, გამოგვრჩაო! არაფერიც არ შეეშალათ! ეს ყველაფერი თვითონ დაგეგმეს, ეს ყველაფერი მათი დავალებით ხდებოდა! ისინი წლების განმავლობაში სწორედ ამ სისტემას აშენებდნენ, აშენებდნენ შეგნებულად, რადგან მარტო შიშს, დაუნდობლობასა და ძალადობას შეეძლო მათთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მოტანა და  მათი კეთილდღეობის გადარჩენა. უსამართლობის ტყვეობაში იყო მთელი სამეგრელო, უსამართლობის ტყვეობაში იყო მთელი საქართველო. ქართველებმა ეს სირცხვილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვირეცხოთ! გპირდებით, რომ ყველა დამნაშავე კანონის  მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ამიტომ მოვიკრიბოთ კეთილგონიერება და კანონის ძალით ვაგებინოთ პასუხი დამნაშავეებს. დღეს ბევრი გახმაურებული საქმეა, რომლის გამოძიების დასრულებასაც მოუთმენლად ველოდებით ყველა. მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს კანონის სრული დაცვით. ნუ შეგეშინდებათ! ბოროტებას ამ ქვეყანაში გამარჯვება არ უწერია!  ჩვენ ვდგავართ სიკეთის და სიმართლის მხარეს, და ვერავინ ვერ დაგვამარცხებს! საქართველოს ვერავინ დაამარცხებს! საქართველოს გაუმარჯოს!!! სამეგრელოს გაუმარჯოს!!! მეგობრებო, დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის ყველა უფლება.  სასამართლო დამოუკიდებელია, მედია თავისუფალია, ბიზნესი  ხელშეუხებელია! დღეს ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს აქვთ იმის  შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს! დღეს ხალხი თავისუფალია და აღარ აქვთ პოლიტიკური დევნის შიში, დამცირებისა და წამების შიში!  ჩვენ ეს გავაკეთეთ! ახლა ჩვენ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს ევროპული, მოწინავე ქვეყნების რიგში. სულ მალე ჩვენ ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი. ეს სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს, თქვენ შეძლებთ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება თქვენთვის. ეს იქნება უდიდესი სტიმული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვეძლევა შანსი, დავუბრუნდეთ ევროპულ ცივილიზაციას, გავხდეთ მისი ნაწილი. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაკავშირებს ევროპასთან. მათაც სწორედ ისეთი დამოკიდებულება აქვთ ოჯახის მიმართ, როგორც ჩვენ საქართველოში. ჩვენთვის ოჯახი ყველაზე წმინდა და პატივსაცემია და ყველაზე მეტად სწორედ ოჯახურ ტრადიციებსა და ღირებულებებს ვუფრთხილდებით. მეგობრებო, კარს მოგვადგა თვითმმართველობის არჩევნები. ერთი თვეც აღარ დარჩა 15 ივნისამდე. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ,,ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი ნებით ატარებს ქვეყნის მართვის ისეთ რეფორმას, რომელიც ძალაუფლების ხალხისათვის რეალურ გადანაწილებას - ხალხის მმართველობას გულისხმობს. ჩემო ძვირფასებო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალურია თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების საკითხიც.  მოქმედი კანონით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველა საჯარო მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ცხადდებოდა. მინდა დავამშვიდო ყველა საჯარო მოხელე. მე უმრავლესობას მივმართე ამ ინიციატივით და კანონში შევიდა ცვლილება - არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეებს აღარ დაითხოვენ სამსახურიდან, შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი, მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად მიიღებენ. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დღეს დასაქმებული ადამიანებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი წარმომადგენლები ნამდვილად დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მეგრელები კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ, რომ ყველაზე მებრძოლი ხალხი ხართ და არც ამ ბრძოლაში,  არც ამ არჩევნებში დაიხევთ უკან და ხმას მისცემთ ხალხის ხელისუფლებას - ,,ქართულ ოცნებას“! მოვუწოდებ ყველას, ხმა მიეცით ,,ქართული ოცნების“  კანდიდატებს!  შემოხაზეთ 41 ! ჩვენ გავიმარჯვებთ  და თქვენთან ერთად ვუპატრონებთ ჩვენს ქვეყანას! ერთად ვიზრუნოთ ზუგდიდზე, ერთად ვიზრუნოთ სამეგრელოზე, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე! სამეგრელოს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს!!! ახლა მინდა სიტყვა გადავცე ზუგდიდის მერობის კანდიდატს ბატონ  ირაკლი გოგოხიას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.