საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები წარადგინა:
ზუგდიდი - ედიშერ თოლორაია, წალენჯიხა - გოგა გულორდავა, ჩხოროწყუ - დავით გაგუა, ფოთი - ირაკლი კაკულია, სენაკი - გოჩა დგებუაძე, აბაშა - მამუკა კვიტაშვილი, მარტვილი - ალექსანდრე გრიგალავა, მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი და ხობი - გოჩა ქაჯაია.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მხარს დაუჭერს ჩვენს პოლიტიკურ ძალას და ჩვენ შევძლებთ ბოლომდე განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენს სამშობლოს პროგრესულ სახელმწიფოთა რიგში ჩააყენებს. ამას სჭირდება მუდმივი შრომა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. ამისათვის თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და მე მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა გვექნება!", - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები