სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მამინაცვალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული სოსო დ. ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სოსო დ-მ მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში შურისძიების ნიადაგზე, 1942 წელს დაბადებულ ნიაზ დ-ს ყელის და მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნიაზ დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სოსო დ. დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს. დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები