მონრეალის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი უკვე რამდენიმე დღეა ამერიკიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს. სასწაულმოქმედ ხატს, მძიმე დაავადებებისგან განკურნების ძალა აქვს. ხატის მცველებსა და სასულიერო პირებს ის სხვადასხვა ეკლესიაში გადააქვთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მასთან მიახლოება შეძლოს.ხატი საქართველოში ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ხელმძღვანელობითა და პატრიარქის კურთხევით ჩამოაბრძანეს. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი დღეს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარშია დაბრძანებული. მირონმდინარე ხატი საქართველოს 23 მაისს დატოვებს. მანამდე კი მოსალოცად იგი სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში დაბრძანდება.
მასალის გამოყენების პირობები