ინგრედიენტები:
- თევზის ფილე 1 კგ
- ხახვი 1
- ნიორი 3 კბილი
- პურის ნაჭერი 1-2
- მარილი და პილპილი
- ოხრახუში 1 კონა
- სოუსი
- პამიდორი 450 გ
- ხახვი 1
- ნიორი 2 კბილი
- წითელი წიწაკა, დაფქული
- ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
- 1 ლიმონის წვენი
- მარილი და პილპილი
მომზადების წესი
ხორცსაკეპში გავატაროთ თევზი, ხახვი, დამბალი პური, ნიორი და მწვანილი. დავამატოთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. სველი ხელებით გავაკეთოთ კაკლის ზომის ბურთები.სოუსისთვის ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი და ნიორი, დავამატოთ დაჭრილი პამიდორი, წიწაკა, ლიმონის წვენი წამოვადუღოთ, ჩავალაგოთ შიგნით გუფთები და ვშუშოთ 10-12 წუთი. ბოლოს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მწვანილი.
მასალის გამოყენების პირობები