რუსმა მესაზღვრეებმა ზუგდიდში გადმოსვლის მცდელობისას, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას სამხედრო ნაწილიდან გაიქცეული რუსი სამხედროები დააკავეს.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ინფორმაციით, 2014 წლის 18 მაისს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიას შორის ე.წ. საზღვარზე, ზუგდიდში გადმოსვლის მცდელობისას, ორი რუსი ჯარისკაცი დააკავეს, რომელიც გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში განლაგებული სამხედრო ბაზიდან გაიქცა. შედეგად ისინი სცემეს და სამხედრო ბაზის მიმართულებით წაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები