„კაზანტიპის" ფესტივალი პროექტირების ეტაპზეა - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დავით კოდუამ განაცხადა.
დავით კოდუამ აღნიშნა, რომ ფესტივალის გამართვა სურვილის დონეზეა და თუ პროექტი პროექტირების ეტაპზე იქნება მიზანშეწონილად ჩათვლილი, მაშინ განხორციელდება.
„ეს არის პროექტი პროექტირების ეტაპზე, შეიძლება არც განხორციელდეს, ან განხორციელდეს. ფესტივალის გამართვა არის სურვილის დონეზე, მაგრამ რამდენად ხელს უწყობს ინფრასტრუქტურა, ეს არის საკითხავი. არის მიზანშეწონილობის დასკვნაზე გაშვებული, რამდენად მიზანშეწონილი იქნება, ამაზე მუშაობს ჯგუფი და აქედან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. გადაჭრით თქმა, ჩატარდება თუ არა ანაკლიაში "კაზანტიპის" ფესტივალი, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა",- განაცხადა კოდუამ.
ცნობისათვის, დაგეგმილია, რომ "კაზანტიპის" ფესტივალი აგვისტოში საქართველოში, კერძოდ კი ანაკლიაში უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები