რუბრიკები
ზუგდიდში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების საკითხებზე პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე გამოიყო ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას , ასევე წარმოდგენილ იქნა რეკომენდაციები ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის მენეჯერმა ვახტანგ კობალაძემ აღნიშნა, რომ 2013 წელს მნიშვმელოვანი ღონისძიებები იქნა გატარებული და გააქტიურდა სურსათის უვნებლობის სააგენტო ,ვეტერინარიის და ფიტო სანიტარიის კუთხით, თუმცა, გაწეული საქმიანობები არ არის საკმარისი სიტუაციის არსებითად შესაცვლელად.
"წლების განმავლობაში ამ სფეროს ექცეოდა ძალიან ნაკლები ყურადღება, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, ფაქტიურად მთელი კონტროლის სისტემა მოიშალა და ახლა ხდება ამ სისტემის ხელახლა აწყობა.“-აღნიშნა კობალაძემ.
მისივე განმარტებით, ანგარიშში რამდენიმე რეკომენდაცია შევიდა. ერთ-ერთი მათგანი არის საკანონმდებლო რეფორმის კუთხით მუშაობის გააქტიურება. "საკანონმდებლო აქტების მიღება 2013-2014 წლებში იყო დაგეგმილი, რაც გადაიდო და 2014-2020 წლებშია დაგეგმილი მათი მიღება, რაც ძალიან დიდი დროა და აუცილებლად საჭიროა მეტი რესურსი იქნეს გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან ,რომ ეს ცვლილებები მალე შევიდეს ძალაში.-აღნიშნა ვახტანგ კობალაძემ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები