ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება ”ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის”, საარჩევნო ბლოკ ”არასაპარლამენტო ოპოზიციის” საჩივრები და ”სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის” განცხადება განიხილა.
”ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა”, #70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გაუქმების ცნობას ბათილად ითხოვდა, რომლის მიხედვითაც ქალაქ ფოთის ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატად ირაკლი კაკულია დარეგისტრირდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ”საქართველოს გზის” საჩივარი არ დააკმაყოფილა და განკარგულება ძალაში დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები