ანაკლიაში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების PH international -ის და USAID-ის ერთობლივი პროექტის 4 წლიანი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა .
შეხვედრაზე ასოციაცია “ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია ხასიამ აღნიშნა, რომ პროგრამის ძირითადი მიზანი იყო სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდების ჩართულობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.
მისივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში 400 ინიციატივა განხორციელდა, ჩამოყალიბდა 85 სამოქალაქო კლუბი, ასევე გაიმართა 40 შეხვედრა საინტერესო სტუმარებთან და დარიგდა 6 ათასი საინფორმაციო ბუკლეტი. პროექტის ფარგლებში 60 -მდე მცირე გრანტი გაიცა და 40 -მდე საჯარო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დასასრულს კონკურსში გამარჯვებული 4 კლუბი გამოვლინდა და მათ საუკეთესო ტექნიკის პაკეტი გადაეცათ. ცნობისთვის,PHinternational- ის პროექტს, სამეგრელო-ზემო სვანეთში ასოციაცია"ათინათი", USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.
მასალის გამოყენების პირობები