მომღერალმა ბიოგრაფიული წიგნი დაწერა, სახელწოდებით: 'True Love''. წიგნი მოგვითხრობს სიყვარულზე, ლოპესის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე. ის ოქტომბერში გამოიცემა და ინგლისურ და ესპანურ ენებზე დაიბეჭდება. ჯენიფერი პირველ ლიტერატურულ ნაშრომს თავად წარუდგენს პუბლიკას. „თუ წიგნი თუნდაც ერთი ადამიანის გულს ჩასწვდება, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო წამოწყება იქნება'’, თქვა ლოპესმა.
მასალის გამოყენების პირობები