ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ პროექტის ტექნიკურ შესწავლას უახლოეს პერიოდში დაასრულებს, ხოლო პორტის ადგილმდებარეობის შესახებ ცნობილი ივნისის შუა რიცხვებში გახდება.
ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, ინვესტორი კომპანიის ინტერესთა გამოხატვის გზით შეირჩევა და ეს გადაწყვეტილება ინვესტორთა მაღალი დაინტერესების გამო მიიღეს. მისივე ცნობით, ამერიკული ,,კონტი ჯგუფის’’ გარდა ანაკლიის პორტის მშენებლობით ისრაელის, ბელგიური, ჩინური და ინდური კომპანიები არიან დაინტერესებული .
შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიურად მიმდინარეობს.
www.commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები