ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის არსებული მონაცემების საფუძველზე გენდერული სტატისტიკა მოამზადა. დოკუმენტი არჩევნებში მონაწილე მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს შორის, ასევე საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებში ქალთა და მამაკაცთა ბალანსს ასახავს. სტატისტიკა შემუშავდა მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში საინიციატივო ჯგუფებისა და პარტია/ბლოკების მიერ რეგისტრირებულ კანდიდატებთან მიმართებაშიც. რაც შეეხება გენდერულ თანაფარდობას ამომრჩეველთა ერთიან სიაში, 1 მაისის მდგომარეობით, 3 472 772 ამომრჩევლიდან 1 866 514 ქალი, დანარჩენი კი მამაკაცია.
დოკუმენტში ასევე ასახულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ვითარება გენდერული თანაფარდობის მიხედვით. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა შორის 63 363 ქალი და 56 884 მამაკაცია. აბაშაში 11 294 ქალი, 10282 კი მამაკაცი. სენაკის მუნიციპალიტეტში 22 318 ქალია და 10 282 მამაკაცი. მარტვილში 17 325 ქალი, 16 575 მამაკაცი. ხობში რეგისტრირებულია 14 753 ქალი და 13 912 მამაკაცი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 16 116 ქალი და 14 778 მამაკაცი. ჩხოროწყუში 11 630 ქალი და 11 120 მამაკაცი. თვითმმართველ ქალაქ ფოთში 22 100 ქალია რეგისტრირებული, 18 838 კი მამაკაცი.
მასალის გამოყენების პირობები