ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს 22 მაისს ასოციაცია „ათინათის“, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივი პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში მწვანე აქცია გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები სოფელ ჩხორიის ეკოლოგიური განათლების კლუბის წევრები არიან, რომელთა ინიციატივით ასოციაცია „ათინათის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო მასალებთან ერთად ევმონიუსის 100-ზე მეტი ნერგი ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებს საჩუქრად გადაეცათ.
აქცია, მიზნად გარემოს დაცვის კუთხით ადგილობრივ მოსახლეობაში ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონის ამაღლებას ისახავდა,ასევე ეკოლოგიური პრობლემებისადმი მათ დაინტერესებას და მწვანე გარემოსადმი ზრუნვის გააქტიურებას.
მასალის გამოყენების პირობები