დღეს, ასოციაცია “ათინათისა“ და GLS-ის სკოლის მოსწავლეების ორგანიზებითა და მონაწილეობით, დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში, დისკუსია - „გაუფრთხილდეთ წყალს“ გაიმართა. მე-6-ე კლასის მოსწავლეებმა წყლის პრობლემასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემები განიხილეს. მათ შორის, ზუგდიდის წყალმომარაგების პრობლემები, ხუდონჰესის მშენებლობა, მდინარე ჩხოუშის დაბინძურება და ა.შ. მოსწავლეებმა დღევანდელი შეხვედრა წყლის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს, რომელიც 22 მარტს აღინიშნება.
„ჩვენი ღონისძიების მიზანია უფრო მეტად გაუფრთხილდეთ და დავიცვათ წყალი, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის აუცილებელი პირობაა. განსაკუთრებით, ეს ეხება მდინარეებს“, - ამბობს GLS-ის სკოლის მე-6-ე კლასის მოსწვლე კოტიკო ზარანდია.
ცნობისთვის, წყლის საერთაშორისო 1993 წლის 22 თებერვალს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით დაწესდა. წყლის მსოფლიო დღის დაწესების იდეა გეროს გარემოს დაცვისა და განვითარების კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში 1992 წლის 3-14 ივნისს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები