მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მოციქულის, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა მოციქული სვიმონ მორწმუნე-კანანელი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. იგი კანას გალილეაში ცხოვრობდა. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა, სწორედ სვიმეონის სახლში აღესრულა, რის შემდეგაც ის მაცხოვარს გაჰყვა. წმიდა მოციქულმა ქრისტეს მოძღვრება იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეასა და ბრიტანეთში იქადაგა.
წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად წმინდა მოციქულმა დასავლეთ საქართველოშიც იქადაგა, რის შემდეგაც წარმართთა მოსაქცევად აფხაზეთში დარჩა. წმინდა სვიმონი წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში ახალი ათონის მთაზე, მის საფლავზე, მონასტერი აშენდა. შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა.
მასალის გამოყენების პირობები