დღეს,22 მაისს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა. ის მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებას ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.
შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იყო ქალ პოლიტიკოსთა მხარდაჭერის ხარისხზე და ასევე, იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე, რაც ხელს უშლის ან ეხმარება ქალთა პოლიტიკურ აქტივობას.
ამასთან, შეხვედრაზე ქალმა კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრამები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
მასალის გამოყენების პირობები