დღეს, "ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, რუსუდან პაჭკორიამ, წინასაარჩევნო შეხვედრები ამომრჩევლებთან დაიწყო. მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე შეკრებილებისგან უბანში არსებული პრობლემები მოისმინა.
რუსუდან პაჭკორია წინასაარჩევნო შეხვედრებს ზუგდიდის მასშტაბით ყოველდღიურად გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები