დღეს, 22 მაისს ადგილობრვი თვითმმართველობის კანონის შესახებ განხორციელებულ ცვლილებებზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს .
რადიო „ათინათთან „ საუბარში სამოქალაქო საზოგადოებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ლადო ბურჯაძემ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობას, ახალი თვითმართველობის კოდექსისა და ამავე კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ.
„ პროექტის მიზანია 2014 წლის არჩევნებზე საზოგადოების აქტივობა იყოს მაღალი, მოხდეს რეფორმების განხორციელება , რათა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე.“-აცხადებს ლადო ბურჯაძე.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრა საქართველოს 26 ქალაქსა და სოფელში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები