Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10385057_779765245390770_1640257163_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10385057_779765245390770_1640257163_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10385057_779765245390770_1640257163_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10385057_779765245390770_1640257163_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
დარასელია-მინდოდა ჯავრი მეყარა სროლის გამო,მისი გაძარცვა არც მიფიქრია

ტოტალიზატორის დაცვის თანამშრომლის ცემასა და ძარცვაში ბრალდებულ ლევან დარასელიას  პროცესზე, დღეს ბრალდებული და მისი მამა ბადრი დარასელია დაიკითხნენ.

პროცესის დასწყისში დაცვის მხარემ ახალი მტკიცებულებების დასაშვებლად ცნობის თაობაზე ორი შუამდგომლობა დააყენა:  პირველი-შსს ზუგდიდის სამმართველოსგან მიღებული წერილობითი დასტური იმის შესახებ, რომ გაბისონიამ ,მის კუთვნილებაში არსებული იარაღი სამმართველოში 2013 წლის 13 დეკემბერს ჩააბარა.  მეორე შუამდგომლობა კი,  შპს „ჯეოსელისგან“  ლევან დარასელიას ნომერზე შემომავალი და გამავალი ზარების ამონაწრი იყო, სადაც ფიქსირდება, რომ დარასელიამ  2014 წლის 15 იანვარს გაბისონიას ნომერზე სამჯერ დარეკა. (რობერტ გამისონიამ სასამართლო დაკითხვაზე განცხდა, რომ დარასელაის მისთვის არ დაურეკავს.) მოსამართლე დავით გელაშვილმა  ორივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულმა ლევან დარასელიამ დეტალურად აღწერა ,19 იანვრამდე, მასსა და გამისონიას შორის მომხდარი შელაპარაკების არაერთი ფაქტი, მისივე თქმით, დაპირისპირება 14 იანვარს დაიწყო, როცა  იგი შემთხვევით შეესწრო  კინოთეატრ „ატრიუმის“ წინ რობერტ გამისონიასა და სხვა პირებს შორის შელაპარაკებას.

 „გამისონია ნასვამ მდგომარეობაში იყო, ზოგადად აგრესიულად იქცეოდა, შელაპარაკება ტოტალიზატორის სალაროდან აღებულ თანხაზე მოგვივიდა, მითხრა შენ ხომ არ აგიღიაო? მე უარი ვუთხარი, შელაპარაკება მოგვივიდა, მერე მე დავტოვე იქაურობა,14-ში ისევ მომიხდა „ატრიუმთან“ არსებულ აფთიაქში მისვლა, გამისონიამ როგორც კი დამინახა გამომეკიდა გინებით, მეორე დაცვის თანამშრომელმა დამიძახა გაიქეციო, ამ დროს მოვიხედე და ვნახე იარაღი ეჭირა, მან რამდენჯერმე გაისროლა ჩემი მისამართით, მერე დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს. ამ ფაქტს სამართალდამცავებიც შეესწრნენ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ,“-განუცხადა დარასელიამ სასამართლოს.

დარასელია განმარტავს,რომ  მან გამისონიას 15 იანვარს დაურეკა და შეხვდა, შეხვედრის დროს ისევ შელაპარაკება მოუვიდათ და მან გამისონაის სახის არეში დაარტყა.

შემდეგი შეხვედრა გამისონიასა და დარასელაის შორის 19 იანვარს შედგა.„ახლობელმა გოჩა გამსახურდიამ დამირეკა, მითხრა გამისონიას შენთან შერიგება უნდა, ბოდიშსაც მოიხდის, უბრალოდ ცალკე უნდა შენთან შეხვედრა არა თანამშრომლების თანდასწრებითო. 19-ში ვიცოდი,რომ სმნენას დილის ორ საათზე ამთავრებდა, ამიტომ მის საცხოვრებელ სახლთან დავხვდი, გამისონია ნასვამ მდგომარეობაში იყო, მითხრა როგორ გაბედე ჩემს სახლთან მოსვლაო და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, მე დავუჯიკავე, ის ბორდიურზე წაიქცა, თავდაცვის მიზნით ჯოხი ავიღე ,მაგრამ არ დამირტყამს, იქაურობას გავეცალე. ერთგავარად მინდოდა ჯავრი მეყარა იმის გამო, რომ მესროლა, მისი გაძარცვა არც მიფიქრია.“-განმარტა დარასელიამ.

 დარასელია სამართალდამცავებმა 19 იანვარს , შუადღეს საკუთარ სამუშაო კაბინეტში დააკავეს.

„ვიღაც კაცი მოვიდა, როგორც შემდეგში გაირკვა, სამმართველოს თანამშრომელი, პირდაპირ მითხრა, თუ სროლის ფაქტზე რამეს იტყვი ნარკოტიკს ჩაგიდებო.

მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი ადრეც  მქონდა მოხდილი,ამიტომ არავის გაუკვირდებოდა თუ წამალს მიპოვიდნენ. მე დავრწმუნდი,რომ თუ სროლის ფაქტზე რამეს ვიტყოდი წამალს ჩამიდებდნენ, ამიტომ წინასწარი გამოძიებისას სროლაზე არაფერი მითქვამს.“-აღნიშნა დარასელიამ.

 დაცვის მხარის მეორე მოწმემ ,ბადრი დარასელიამ, სასამართლოს განუცხადა, რომ  გამოძიება ტენდენციურად წარიმართა.

„ჩემი შვილის დაკავების მერე სამმართველოში,  3 პირის თანდასწრებით  ვკითხე რატომ ცემე მეთქი, მიპასუხა მესროლა და იმიტომო, ჩემთვის მთავარი იყო მოტივი, ამიტომ საქმის თვითნებური გამოძიება დავიწყე, უტყუარი წყაროებისგან გავიგე, რომ გამისონიამ ნამდვილად ესროლა ლევანს, თუმცა, მოწმედ არავინ დადგა, გამისონიასთან სახლშიც ვიყავი, ვკითხე რატომ ესროლე მეთქი, მიპასუხა ნასვამი ვიყავი და არ მახსოვსო, მერე ვკითხე შენს გაძარცვას ლევანი ცდილობდა მეთქი, მითხრა არაო, ლევანს რომ ახლდნენ ის ორი მიფათურებდა ხელებსო, ეს ორი ადამინი არა არსებობს, ლევანი კი მარტო იყო.“-აღნიშნა ბადრი დარასელიამ.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე დარასელიას დაზარალებულისთვის აღნიშნული თანხის წართმევას და სხვა პირთან ერთად მის ცემას ედავება. ლევან დარსელიას ბრალი სისიხლის სამართლის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ედება, რაც ჯგუფურ ძარცვას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.