შიმშილობის აქცია ფოთში. ქალაქის ცენტრში პროტესტის ერთ-ერთ უკიდურეს ფორმას მსჯავრდებულ გურამ ლაშქარავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მიმართეს.
მოშიმშილეებმა კარავი გაშალეს და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.
ლაშქარავა რამდენიმე თვის წინ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ გუშინ მას 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გურამ ლაშქარავას ახლობლები მის დაკავებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონობად აფასებენ და უფლებადამცველ ორგანიზაციებს რეაგირებას სთხოვენ.
გურამ ლაშქარავას, სხვადასხვა დანაშაულის გამო, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 19 წელი აქვს გატარებული.
მასალის გამოყენების პირობები