რუბრიკები
ჟურნალისტთა გენდერული თანასწორობის ქსელი ზუგდიდში მერობის კანდიდატებს შეხვდა
ზუგდიდში ჟურნალისტთა გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით ქალაქის მერობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო და მედიის სექტორთან დისკუსია ზუგდიდის მერობის 4-მა კანდიდატმა გამართა.
კოლიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი ირაკლი გოგოხია, „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი თეიმურაზ ბასილაია, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" კანდიდატი ირაკლი ღურწკაია და კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატის რუსუდან პაჭკორიას დისკუსია მედიისა და სამოქალაქო სექტორთან დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული პრობლემები , თითეულმა კანდიდატმა მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. საუბარი შეეხებოდა გენდერულ ბალანსს, ქალთა ჩართულობას პოლიტიკაში ადგილობრივ დონეზე, ასევე შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს.
კანდიდატებმა სამოქმედო პროგრამა და მესიჯები გააჟღერეს. მსგავსი შეხვედრა ჟურნალისტთა გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით ბათუმსა და ოზურგეთში უკვე გაიმართა, ორგანიზატორების განცხადებით, კანდიდატებთან შეხვედრა 12-ვე თვითმმართველ ქალაქში შედგება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები