27 და 28 მაისს სს ”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 08:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგურები: “ზუგდიდი-1”,“კახათი” და “დარჩელი’ 35 კილოვატ ელექტროგადამცემ ხაზ “ინგირზე” ზეთიანი ამომრთველის მიმდინარე შეკეთების, გამთიშველების რეგულირებისა და ძალოვან ტრანსფორმატორზე დაგეგმილი სამუშაოების მიზნით,რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 6052 აბონენტს(სოფლები: კიროვი-2, ანაკლია, ორსანტია, კოკი,თარგამული,ერგეტა, ორული).
სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები