Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/nikita_marshunoki_6001.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/nikita_marshunoki_6001.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/nikita_marshunoki_6001.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/nikita_marshunoki_6001.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
კაზანტიპის პრეზიდენტი: ჩვენ გვაქვს შანსი, ამ რეგიონის განვითარების მთავარი "დრაივერი“ გავხდეთ (ვიდეო)
ნიკიტა მარშუნოკი ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ ღონისძიებებს ესწრება. მან საქართველოს სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა. კაზანტიპის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში 1 კვირის განმავლობაში დარჩება და ანაკლიის პოტენციალს შეისწავლის. “ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა. ანაკლია შესანიშნავია. თუ შეთანხმება საბოლოოდ შედგა, ფესტივალი ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება. ამ საქმეში ხელს გვიწყობს ტურიზმის დეპარტამენტი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია”, - განაცხადა ნიკიტა მარშუნოკმა. რადიო "ათინათი" გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:

 "უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ კაზანტიპი ეს არ არის ფესტივალი, ეს არის დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

ჩვენ აქ შემთხვევით არ ვართ, ეს უკვე ჩვენი მეორე ვიზიტია, რომელმაც შეასძლოა უფრო დაგვაახლოვოს ამ მოვლენასთან, სწორედ ანაკლიაში.ჩვენ მოუთმენლად ველით ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც აქ 31 მაისს გაიმართება.

მე პირადად მინდა გავიცნო პოტენციური ინვესტორები,  და ის მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს მიიღებენ.  მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ჩვენ მივაღწევთ ურთიერთგაგებას,  რა თქმა უნდა ყველა ღონეს ვიხმართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და თან საუკეთესოდ. ჩვენ კი, გარწმუნებთ, შეგვიძლია მსოფლიოში საუკეთესო დღესასწაულის მოწყობა. ამაზე მეტყველებს  ჩვენს მიერ მიღებული ჯილდოები ,

მე მშვენივრად მესმის, რომ ეს ტრადიციული ქვეყანაა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ  ჩვენი ზეიმის ადაპტირებას ამ სიტუაციასთან.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით და  ამას კარგად ვაცნობიერებთ.  მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ რესპუბლიკა კაზანტიპი აერთიანებს 106 ქვეყნის მოქალაქეს, ასე რომ, ეს საერთაშორისო დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოს ყველა ამ ქვეყნის ტრადიციებს გაითვალისწინებს.

ამიტომ, მოდით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ და ვნახოთ, რას წარმოადგენს ფესტივალი სინამდვილეში. არსებობს მრავალი სხვადასხვა  ვარაუდი, ამიტომ, მინდა გთხოვოთ, რომ დროზე ადრე ნუ მიიღებთ  გადაწყვეტილებას.

პირველ რიგში, მოდით შევაფასოთ ის, რომ ჩვენ ძალგვიძს ამ რეგიონში მოვიზიდოთ 100 000 ადამიანამდე,  ძნელი არაა ამ თვალსაზრისით ფინანსური სარგებელი , ასევე ის, თუ რა რაოდენობის სამუშაო ადგილებს ვქმნით, რამდენად მიმზიდველები ვართ ინვესტიციების განვითარებისთვის.

შეიძლება თამამდ ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს შანსი, ამ რეგიონის განვითარების მთავარი " დრაივერი“ გავხდეთ. მას კოლოსალური უპირატესობები გააჩნია, ჩვენ რაღაც სიახლის დაწყების წერტილში ვიმყოფებით, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ამ თამაშში მასშტაბურად და დიდი ენთუზიაზმით.

რა თმა უნდა ამ ღოსნისძიების ორგანიზატორი იქნება რესპუბლიკა კაზანტიპის მთავრობა,რომელიც სხვადსახვა ქვეყნის მოქალაქეებისგან შედგება.

მე არ მსურს, რომ სიტუაცია ზედმეტად პოლტიზირებული იყოს. კაზანტიპი  ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არსებობს შუღლი, ეროვნებებს შორის , ჩვენ, როგორც ამ დემოკრატიული სახელმწიფოს ნათელი მაგალითი , პოლიტიკური მოვლენებისგან შორს დგომის ერთგავრ დეკლარირებას ვახდენთ, და ალბათ, შესაძლებელია იმ ადგილად ვიქცეთ, რომელიც აახლოვებს ადამიანებს და ბედნიერებას ანიჭებს მათ."

ის, 31 მაისს დაგეგმილ ანაკლიის ბიზნესფორუმსაც დაესწრება, სადაც ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება. მარშუნოკი ზუგდიდში კაზანტიპის რესპუბლიკის რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად არის ჩამოსული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.