Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10423353_781922735175021_500086644_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
დაღუპული ლევან ქარჩავას ახლობლები საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ (ვიდეო)
დღეს,საოლქო პროკურატურასთან მისულ"სამეგრელოს ხმის"ლიდერ  თენგიზ ჯგუშიას მხარდამჭერებს, მიმდინარე წლის 20 მარტს დაღუპული ლევან ქარჩავას ახლობლები დახვდნენ. მათი თქმით, დანაშაული 116-ე მუხლით შემთხვევითი გასროლის ფაქტზე აღიძრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით  ლევან ქარჩავას მკვლელს  4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდაცვლილის ნათესავების განცხადებით, ისინი საქმის დეტალებს არ იცნობენ, საგამოძიებო პროცედურები მათგან გასაიდუმლოებულია, ისინი მოითხოვენ, რომ ზუგდიდის საოლქო პროკურატურამ საქმის დეტალები სრულად გააცნოს მათ. ამ მოთხოვნით საოლქო პროკურორ გიზო უბილავასთან სასაუბროდ გარდაცვლილის დედა თინათინ როგავა შევიდა, თუმცა, როგორც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, მას არ მისცეს საშუალება საქმის დეტალების ქსერო ასლები წამოეღო და შესთავაზეს მხოლოდ ადგილზე გასცნობოდა მათ.  გარდაცვლილის დედის თქმით, მას ნერვიული მდგომარეობის  გამო არ შეეძლო ადგილზე გასცნობოდა საქმეს.  იმ დროს როცა თინათინ როგავა პროკურატურის შენობაში იმყოფებოდა, გარდაცვლილის ძმამ დავით ქარჩავამ პროკურატურის შენობაში შესვლის მიზნით კარებს ფეხი დაარტყა, რის გამოც იგი იქვე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დააკევს და განყოფილებაში წაიყვანეს. რის  შემდგომ ,ახლობლებსა და სამართლამცავებს შორის  დაპირისპირებას მოხდა. „ გარდაცვლილის ძმამ პროკურატურაში შესვლა იმიტომ სცადა, რომ დაინახა დედამისი ფანჯრიდან ხტებოდა და ყვიროდა უარს მეუბნებიან მოთხოვნაზეო“-აღნიშნა გარდაცვლილის დეიდაშვილმა სესილი შედანიამ. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ სიმართლისთვის ბრძოლას. ლევან ქარჩავა "ლიბერთი ბანკის" ზუგდიდის ფილიალის თანამშრომელი იყო, იგი მისივე კოლეგის დავით ლაგვილავას ტყვიამ იმსხვერპლა. გარდაცვლილის ახლობლები საგამოძიებო დეტალების დამალვაში და მკვლელისთვის ხელის დაფარებაში მისსავე ბიძაშვილს," ლიბერთი ბანკის" თანამშრომელს, კახა ლაგვილავას ადანაშაულებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.