რუბრიკები
დღეს ანქვაბი თავის მომხრეებს შეკრებს
ანქვაბის მომხრეები სოხუმის ნავსადგურის მიმდებარე მოედანზე შეკრებას გეგმავენ. ალექსანდრე ანქვაბი თავისი მომხრეების შეკრებას, დღეს, 28 მაისს, 16:00 საათზე (ადგლობრივი დროით) გეგმავს. ამის შესახებ LifeNews წერს, დე -ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. ანქვაბის მომხრეებს განზრახული აქვთ, პორტის მახლობლად განლაგებულ მოედანზე გამართონ აქცია.
ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმი 27 მაისს დატოვა, ადმინისტრაციის დაკავებული შენობიდან ის კერძო ავტომობილით გაემგზავრა. წინასწარი ინფორმაციით, ანქვაბი ამჟამად გუდაუთაში იმყოფება, სოხუმიდან დაახლოებით 40 კმ-ში.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დე-ფაქტო ლიდერი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას გადადგომის შესახებ, თუმცა, მოგვინებით, ე.წ. პრეზიდენტმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გააკეთა განცხადება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები