რუბრიკები
პირველ მაისში ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის დღე აღინიშნება
28 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის თემში, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმინდა დიდმოწამე გიორგის, წმინდა მღვდელმთავრისა და საკვირველთმოქმედის ნიკოლოზის ტაძარში დედა ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს, რომელიც ამ ტაძარს უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია-II უსახსოვრა.
ტაძარში დილის 09:00 საათზე მამა იაკობმა (სურმავა) საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, მოგვიანებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები