აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, მთავრობა მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
"აფხაზეთის ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო დიალოგისთვის და ახლაც მზად არის", - განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ აფხაზეთში იმყოფება.
ამასთან, სოხუმში საპროტესტო მანიფესტაციები და ადმინისტრაციული შენობების დაკავება გუშინ ე.წ. ეროვნული კრების შემდეგ დაიწყო. შეკრების მიზეზი ის საკითხები გახდა, რომელსაც ოპოზიცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აყენებს, მათ შორის უკანონო პასპორტიზაციის საკითხი, შეთანხმება ნავთობის მოპოვების შესახებ და უმუშევრობა.
მასალის გამოყენების პირობები