ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა და რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გელა თოლორაია სამი სოფლის: ჭკადუაშის,ახალსოფლისა და რიყის მოსახლეობას შეხვდნენ. გამგებლობის კანდიდატებს გულთბილი დახვერდა მოუწყვეს სოფელ რიყეში.
"ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო თქვენი მხრიდან ასეთი დახვედრა,ეს დედაჩემის სოფელია და აქაურობა განსაკუთრებულად მიყვარს"-განაცხადა თენგიზ გუნავამ. სოფელ რიყის მოსახლეობამ კანდიდატები საქართველოს ჰიმნით გააცილეს და მათ გამარჯვება უსურვეს.სოფელ ახალსოფელშიც ანალოგიური შეხვედრა გაიმართა, თენგიზ გუნავამ მოსახლეობას მაჟორიტარი კანდიდატი ფრიდონ ქადარია წარუდგინა. შეხვედრას დაახლოებით 300-მდე ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს ცაში მანათობელი ფრანი გაუშვეს, წარწერით -თენგიზ გუნავა ზუგდიდის რაიონის გამგებლად.
მასალის გამოყენების პირობები