გალის მოსახლეობა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"გალის დაბალი ზონის სოფლებში ამ დროისთვის სიმშვიდეა და საგანგაშო არაფერი შეინიშნება, თუმცა,არ ვიცით სიტუაცია როდის რა დროს როგორ შემობრუნდება. გულისფანცქალით ველოდებით და თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას. ისიც ვიცით,რომ რაულ ხაჯინბა ძლიერი ოპოზიციური ძალაა და მიზნის მისაღწევად იბრძვის. მისი გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება, რადგან ხაჯინბა ქართველების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით და სიძულვილით გამოირჩევა. ბოლო ორი დღეა, აფხაზური არხები დაიბლოკა,ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ ქართული არხები რჩება,რომელსაც მხოლოდ სატელიტით ვუყურებთ“. -აცხადებს რადიო“ათინათთან“ სატელეფონო საუბარში გალის დაბალი ზონის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.
საპროტესტო აქცია სოხუმში 27 მაისს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები