შეთავაზება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა, როგორც მან აღნიშნა სამეგრელოს მრავალ, სოფელში ძირითად პრობლემად გლეხებისთვის მიწების ჩამორთმევის საკითხი რჩება.
გუნავა ოპონენტებს შეკრების და მოსახლეობისთვის საჭირბოროტო კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით ,შეხვედრებზე უნდა შემუშავდეს მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერება და რომელიც დაავალდებულებს თვითმმართველობას აღნიშნული საკითხების მოგვარებას.
„ჩვენ არ ვიქნებით არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში, ჩვენ ვიქნებით ისეთი ინიციატივების ავტორები, რომლის იმპულსები მოდის მოსახლეობიდან.“-აღნიშნა ბეჟან გუნავამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის გამგებლობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა აღნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს გლეხთა ყრილობა, სადაც მოწვეული იქნება გუბერნატორი, მთავრობის წევრები და სოფლად არსებული ყველა პრობლემა განხილული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები