MAY 28, 2014 MICRO222 4 COMMENTS Microsoft-ს ნამდვილად შეუძლია ადამიანების გაოცება. Recode Code კონფერენციაზე მაიკროსოფტის გენერალურმა დირექტორმა, ბ-ნ სატია ნადელამ მაყურებლების თვალწინ Skype-ში ახალი ტექნოლოგიის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები ადამიანებს შორის ენობრივ ბარიერს ერთხელ და სამუდამოდ წაშლის.
რამდენად ხშირად გიქმნიდათ ურთიერთობისას ენობრივი ბარიერი პრობლემას? Skype-ში Microsoft Translator-ის ინტეგრაციით თქვენ შეგიძლიათ უპრობლემოდ ელაპარაკოთ ადამიანს იმ ენაზე, რომლიც საერთოდ არ იცით. ყოველი თქვენი რეპლიკა მსმენელისთვის გასაგებ ენაზე იქნება გადათარგმნილი. Skype-ის ვერსია ჩაშენებული თარჯიმნით ბეტა-ვერსიის სახით Windows 8-ზე 2014 წლის ბოლოს გამოჩნდება. იმედია, თარგმანი არ იქნება აგებული Google Translate-ის “ოღონდაც თარგმნე”-პრინციპზე. რას ფიქრობთ ამ ტექნოლოგიაზე? გამოგადგებათ თუა არა თქვენ ის, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად 0-ის ტოლია იქ ქართული ენის მოხვედრის შანსი. გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება.
მასალის გამოყენების პირობები