ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
- 5 ჭიქა წყალი
- 1/2 ჭიქა რძე
- 1/2 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1/2 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
- 2/3 ჭიქა შაქარი
პირველი ეტაპი:
ჩაყარეთ მოუხარშავი ბრინჯი ბლენდერში, დაასხით წყალი და ურიეთ ერთმანეთს 1 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი მინიმუმ 3 საათით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
მეორე ეტაპი:
ჩაასხით სითხე საწურში ბრინჯის ნატეხების მოსაშორებლად. შემდეგ ჩაუმატეთ რძე, ვანილი, დარიჩინი და შაქარი. ურიეთ შაქრის გახსნამდე. ჩაყარეთ ყინულები ჭიქაში და დაასხით ჰორჩატა. გემრიელად გაგრილდით!
მასალის გამოყენების პირობები