31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისში” გაიმართება საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ანაკლია 2014“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ- მინისტრი.
ფორუმის მომხსენებლები იქნებიან მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და კერძო სექტორების წარმომადგენლები.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ცნობით, ფორუმის ჩატარების მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სხვადასხვა სწრაფად მზარდ სექტორებში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნეს პარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორიების უკეთ ინფორმირება. ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენელბს შორის რეგიონის ეკონომკის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიის გამართვას.
ორდღიან ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 300-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბიზნესის წარმომადგენლები, არსებული და პოტენციური ინვესტორები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება დაინტერესებულ კომპანიებს მისცემს საშუალებას ადგილზე გაეცნონ სამეგრელოსა და ზემო სვანეთში არსებულ ბიზნეს გარემოს და ინვესტირების შესაძლებლობებს, მიიღონ ინფორმაცია რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და B2B ფორმატში გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.
მასალის გამოყენების პირობები