აფხაზეთში ოპოზიციამ სახალხო ნდობის საბჭო შექმნა. „აპსნიპრესის“ ცნობით, მასში 21 ადამიანია გაწევრიანებული. მათ შორის არიან პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ ხელმძღვანელი რაულ ხაჯიმბა და მისი მოადგილე დაურ არშბა.
დროებითი საბჭოს შექმნის შესახებ განცხადება ოპოზიციის გუშინდელ მიტინგზე შამილ აძინბამ გააკეთა. მიტინგის მონაწილეებს რაულ ხაჯიმბა მიესალმა. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, ოპოზიციის ლიდერების მითითებების გარეშე არავითარ ქმედებებს არ მიმართონ.
"მოვისმინე, რომ გამოითქვა მოსაზრებები, შესაძლოა სხვადასხვა დაწესებულებაზე თავდასხმები დაიწყოს. მსგავსი რამის დაშვება არ შეიძლება",- აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.
მასალის გამოყენების პირობები