"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ, სერგო რატიანმა, გამგებლობის კანდიდატმა თენგიზ გუნავამ და მერობის კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ დღეს ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში მომუშავე პერსონალთან შეხვედრა გამართეს.
მთავარი ოპოზიციური ძალის პირველმა პირებმა ზუგდიდის ბაზარში მომუშავე ადამიანებისგან მათი პრობლემები მოსმინეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გადასახადების შემცირებას და სხვა პრობლემების მოგავრებას დაპირდნენ.
მასალის გამოყენების პირობები