ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს თითქმის ყველა მომხმარებელს აღუდგა. როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს , "ენგურჰესზე" მომხდარი ავარიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს.
ამ დროისთვის კი "ენგურჰესზე" პრობლემა აღმოფხვრილია და დენი თითქმის ყველა მომხმარებელს მიეწოდება.
"ენგურჰესზე" მომხდარი ავარიის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა თბილისის უბნების ნაწილს, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციას, თბილისის მერიას და სხვა დაწერებულებებს, გათიშული იყო მეტროს საბურთლოს ხაზიც.
მასალის გამოყენების პირობები