საარჩევნო სუბიექტებთან მედია ცენტრის შეხვედრების ფარგლებში, რეგიონის ჟურნალისტებს საარჩევნო პროგრამა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ირაკლი გოგოხიამ გააცნო.უმუშევრობის პრობლემის დაძლევა, საცხოვრებელი სახლებით დევნილების უზრუნველყოფა, ახალი სტადიონის მშენებლობა, გზების მოპირკეთება და სანიაღვრე არხების შეკეთება,სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა - ეს ის ძირითადი მესიჯებია,რაზეც კოალიციის მერობის კანდიდატმა, დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააჟღერა.
რადიო „ათინათთან" საუბარში „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა,რომ „მედიასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელია,რადგან უნდა მოხდეს აზრთა გაზიარება და ყველა ის ამოცანა, რასაც ამომრჩეველი დაგვისახავს,მოხდეს მისი გათვალისწინება და შემდგომში განხორციელება".
ასევე,საარჩევნო სუბიექტებთან მედია ცენტრის შეხვედრების ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამა “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ წარუდგინა. როგორც მედიასთან საუბარში თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა,ამომრჩევლისთვის მისი ძირითადი მესიჯები არის:ბაღის პედაგოგებისთვის 30 პროცენტით ხელფასების გაზრდა ,ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ასევე დევნილებისთვის უფასო მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
თეიმურაზ ბასილაიას განმარტებით,ონკოლოგიური ავადმყოფები, დევნილები და სოციალურად დაუცველები შემწეობის სახით,ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები