ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდებათ. აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში (,,ვექტორი"" და ,,ფაიფურის ადმინისტრაციის შენობა") და სოფ. ინგირის საერთო საცხოვრებელში, 31 მაისსა და 1-ელ ივნისს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო, მორიგი სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები გაიმართება.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ-სპეციალისტები. კერძოდ: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი 2 სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი. დევნილებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევები.
გუშინ, დევნილთა კონტინგენტის წინასწარი შესწავლისა და ადგილზე დახმარების გაწევის მიზნით, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამეგრელოს რეგიონის გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები