ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნესფორუმი "ანაკლია 2014" მიმდინარეობს. ბიზნესფორუმში დახლოებით 30-მდე ქვეყნის 50-მდე ბიზნესმენი და სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ანაკლიაში პირველ დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ფორუმი მიზნად ისახავს სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის რაიონებში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენასა და ბიზნესპარტნიორების მოძიებას.
სხვადსახვა ქვეყნის ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლებმა ჟურნალიტებთან საუბარში არაერთ პროექტზე გამოთქვეს დაინტერესება. ყაზახურ-ქართული კომპანიის „ასაი ჯორჯიას" წარმომადგენლის ასკაშარ ახმეტოვის განცხადებით, ისინი ზუგდიდში სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ბეტონის ქარხნის, სამვარსკვლავიანი სასტუმროსა და ხილ-ბოსტნეულის საკონსერვო ქარხანის მშენებლობას გეგმავენ. ქართველი ბიზნესმენის თემურ ჭყონიას თქმით, ის "სქურის წყლის პროექტმა ძალიან ჩააფიქრა". არაბი ბიზნესმენი მაჰერ სალიმი ამბობს, რომ რამენიმე პროექტმა დააინტერესა, რომელსაც დაწვრილებით გაეცნობა და შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ ფორუმის ორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ბიზნესფორუმი დღეს, 31 მაისს დაწყო და 1 ივნისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები