ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. ე.წ. პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან გათავისუფლდა და პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა დანიშნა.
ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 24 აგვისტოს უნდა ჩატარდეს.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები