ე.წ. აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს, რომლისგანაც პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას მოითხოვენ , ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფორმალურად კენჭისყრა შეეძლება.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დეფაქტო პარლამენტმა 24 აგვისტოსთვის დანიშნა.
დეფაქტო პარლამენტის სხდომა გუშინ გაიმართა, რომელმაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ვადა დაასახელა. მანამდე კი, იმავე უწყების გადაწყვეტილებით, დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დეფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები